Pages

30 Jan 2023

ეკა თევდორაშვილის მოხალისოებრივი ისტორია ხორვატიიდან

გამარჯობა, მე ეკა ვარ, საქართველოდან და 10 თვე გავატარე ხორვატიაში მოხალისედ ასოციაცია „ბიომ“-თან ერთად. პროექტის დასახელება იყო “Volunteer for nature” – ანუ იყავი მოხალისე ბუნებისთვის. შესაბამისად, ჩვენი სამუშაოები ეხებოდა ბუნების დაცვას, ძირითადად ფრინველების განხრით.

პროექტში მონაწილეობდა 4 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი და თითოეულის დატვირთვა ხდებოდა საკუთარი ინტერესების, შესაძლებლობებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ასოციაციის საჭიროებებიდან გამომდინარე. საკმაოდ დიდი დრო გავატარეთ ხარვატიის კუნძულებზე - ლასტოვოსა და ცრესზე, ასევე კონტინენტურ ნაწილზე - ზაგრებსა და უჩკაზე. ვიღებდით მონაწილეობას სხვადასხვა საველე სამუშაოებში, რაც მოიცავდა ფრინველების გამრავლებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას, ორბების გადარჩენის ცენტრში მოხალისეობას, უჩკას დარგოლვის ბანაკში მონაწილეობის მიღებას და მის გამართულად ფუნქციონირებაში დახმარებას, სხვადასხვა ფრინველების მონიტორინგს და ა.შ. 

ზაგრებში ვეხმარებოდით საოფისე საქმეებში, შეგროვებული ინფორმაციის გაციფრულებასა და ანალიზში, სოციალური ქსელებისთვის მასალის მიწოდებასა და ჩვენი საქმიანობის პრეზენტაციაში.

პროექტის ბოლოს, შემაჯამებლად, შევქმენით ვიდეო ანიმაცია ჩვენი მოხალისეობრივი საქმიანობის შესახებ მოწოდებით, რომ ყველას შეუძლია იყოს მოხალისე ბუნებისთვის https://www.youtube.com/watch?v=LbB1e25bL1w

ასევე ბლოგი, სადაც უფრო დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს თავგადასავლებს და პროექტებს, რომლებშიც ვიღებდით მონაწილეობას https://escvolunteeringfornature.wordpress.com/



No comments:

Post a Comment