ეს ამბავი ალბათ ზოგადი სტატისტიკისთვის ერთი უბრალო წარმატებული EVS პროექტის ისტორიაა და თავისუფლად შეიძლებოდა ის სრულიად ბანალური და მზა ფრაზებით გადმომეცა, მაგრამ მე მინდა მოგითხროთ უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ საშუალო სტატისტიკური ამბავი EVS-ის შესახებ.

![]() |
ამ პერიოდში სკოლის მოსწავეებს ვასწავლიდი ქართულ ცეკვას და დიდი წარმატებით დავდგით ოსური ცეკვა. რამდენიმე თვეში გადავწყვიტე ბედი სკოლაშიც მეცადა და პირველი მცდელობა იყო მეოთხე კლასში, ხელმძღვანელის დამხმარედ მუშაობა. ამის შემდეგ კი მეექვსე და მეშვიდე კლასში რუსული ენის მასწავლებლად ვიმუშავე რამდენი ციკლის განმავლობაში. ალბათ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ჩემი მოხალისეობის განმავლობაში. ამ დროისთვის საკმაოდ კარგად ვფლობდი ლატვიურს და განვაგრძობდი დახვეწას მოსწავლეებისა და ჩემი ლატვიელი მეგობრების დახმარებით. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ლატვიური კულტურა ჩეთვის ლამის მშობლიური გახდა და ძალიან ბევრი ფოლკლორული სიმღერა და ცეკვა ვისწავლე ამ 9 თვის განმავლობაში.
ბლოსკენ კი დიდი სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ლატვიური ენის სახელმწიფო გამოცდა ჩავაბარე და A2 დონის დამდასტურებელი სერტიფიკატიც მივიღე. მიყვარს ლატვიური ენის ჟღერადობა და განვაგრძობ მის სწავლასაც და აქტიურად გამოყენებასაც, რაშიც ისევ ჩემი ლატვიელი მეგობრები მეხმარებიან.

ყველას გირჩევთ - სცადეთ EVS!
Giorgi Nadaraia