21 Aug 2017

Eter Berishvili 8 month EVS experience in Latvia


ჩემი სახელია ეთო ბერიშვილი. ჩემი   EVS იყო ლათვიაში. ეს არის საოცარი ქვეყანა, რომელივ თავისი კლიმატით და კულტურით გამოირჩევა. 8 თვე ვმუშაობი ვალფორფის თავისუფალი სკოლის საბავშო-ბაღში. ეს იყო საკმაოდ საინტერესო სამუშაო ყოველ დღე სწავლობ ახალს, რადგან ვალდორფის სკოლაში აქვთ სწავლის განსხვავებული სისტემა სწავლობ ბავშვებთან სწორად ურთიერთობას, მათ ფსიქოლოგიას. ეხმარები ბავშვებს და ასწავლი ხელით მუშაობას, ხატვას, მუსიკას. ყველაზე დასამახსოვრებელი იყო, ბავშვთა დღის აქტივობა. და ამ ბავშვების ბედნიერი სახეები. მქონდა და ერთ კვირიანი ტრენინგი სადაც ჩემი ქვეყნის პრეზენტაცია გავაკეთე. ტრენინგზე იცნობ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ მოხალისეებს. მეგობრობ მათთან ეცნობი მათი ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს. აუმჯობესებ ინგლისურის ცოდნას. გაქვს თავისუფალი დროც. მე ეს დრო გამოვიყენე სამოგზაუროდ. ვმოგზაურობდი ლატვიაში და მის მეზობელ ქვეყნებში. EVS- მა მომცა საშვალება დავხმარებოდი ბავშვებს, მიმეღო დადებითი ემოციები, მემოგზაურა, გამევითარებინა ჩემი უნარები: დროის სწორად გადანაწილება და თანხის სწორი ხარჯვა.


























European Voluntary Service is supported by:








Eter hosting organisation in Latvia: