8 Jun 2020

მოხალისეობრივი პერიოდი თვითიზოლაციაშ


ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობა რუმინეთის ერთ-ერთ ქალაქში, კარაიოვაში 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო. ყველაფერი შესანიშნვად მიმდინარეობდა, მასპინძელი ორგანიზაცია, საქმე რომელსაც ვაკეთებდით, მეგობრები, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში შევიძინე ერთი დიდი თავგადასვლის ნაწილი იყო. ამ ხნის განმავლობაში მოვახერხე მემოგზაურა 5 ქვეყანაში და რა თქმა უნდა რუმინეთის სხვადასხვა ქალაქში.
იმდენად დიდი სტიმული მომეცა გადავწყიტე ჩემი პროექტი, რომელიც 2020 წლის მარტში უნდა დასრულებულიყო, გამეგრძელებინა კიდევ 3 თვით, მემუშავა და მემოგზაურა მეტი. მგარამ სწორედ ამ დროს დაატყდა მსოფლიოს ახალი კრიზისი სახელად COVID 19 და იძულებული გავხდი მთელი ეს პერიოდი, სახლში, თვითიზოლაციაში გამეტარებინა, რაც საკმაოდ რთული აღმოჩდა ჩემთვის.
გადავედით ონლაინ მუშაობაზე, რათა მაქსიმლურად სასარგებლოდ გამოგვეყენიბა ეს დრო, რომელსაც სახლში ვატარებდით. ჩემი პროექტი თავიდანვე ითვლისწინებდა სოციალურ ქსელებში აქტიურად მუშაობას, ვაწარმოებდით სხვადსხვა კამპანიებს ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად, შევქმენით Facebook ჯგუფი და გვერდი რომელსაც პროქტის მონაწილეები ვმართავდით. კარანტინის პირობებში კი ჩვენი საქმიანობა მთლიან დაეთმო ამ პლატფორმას, დავიწყე სხვადასხვა ბროშურებისა და პოსტერების დამზადება, რომლებშიც მოცემული იყო ინფორმაცია COVID 19- ის შესახებ, როგორ უნდა დავიცვათ თავი, როგორ უნდა გავატაროთ დრო, სხვასასხვა რეკომენდაციები მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციიდან და ა.შ. ამ ხნის განმავლობაში კიდევ უფრო განვივითარე ჩემი ედობე ფოტოშოპსა და სხვადასხვა Video Editor პროგრამებში მუშაობის უნარები.
ამ ყველაფერს საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა ადგილობრივი მოსახლეობისგან და თავადაც გადაწყვიტეს გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება, ამ ყველაფერმა კი მეტი ინტერაქცია გამოიწვია.
თვითიზოლაციის 2 თვის განმავლობაში ჩვენი შეხვედრებიც პროქტის კოორდინატორთან და მენტორებთან გადავიდა ონლაინ რეჟიმში, რადიკალურად შეიცვალა ჩვენი განსახილველი საკითხებიც.
ამ ყველაფრის ფონზე ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთეოთ არის: დავრჩეთ სახლში ვიზრუნოთ ჩვენი და ჩვენს გარშემო მყოფების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე დავეხმაროთ ერთმანეთს ვისაც როგორ და რა გზებით შეგვიძლია და ვიმედოვნოთ რომ ძაალიან მალე ყველაფერი კარგად იქნება.



@Nata Solominia



1 comment: