21 Jul 2020

Ana Mosemghvdlishvili Story from Poland


2019 წლის 3 ნოემბერს გავემგზავრე პოლონეთშ Eropeskjie Forum Mlodziezy ორგანიზაციაში 6 თვიან მოხალისეობრივ პროექტში, რის შესახებაც მინდა გიამობოთ ორიოდე სიტყვით.

დავიწყებ იმით, რომ პროექტის შერჩევის დროს დიდ მნიშვნელობას სამუშაო სპეციფიკასათან ერთად ვანიჭებდი ადგილმდებარეობას. გასაუბრების შემდეგ ძალიან მომეწონა შემოთავაზებული ვარიანტი რადგან 4 წლიანი სწავლის და თბილისის ხმაურიანი ცხოვრების შემდეგ ძალიან მჭირდებოდა მშვიდი გარემო და ახალი კონტაქტები. ასე რომ ვცხოვრობდი ქვემო სილეზიის ერთ-ერთ პატარა სოფელში ულამაზეს ადგილას, ჩეხეთის საზღვართან ძალიან ახლოს. ვმუშაობდი ქალაქ კლოძკოში  6-16 წლამდე ახალგაზრდებთან, ჩემი პროექტის ძირითადი მიზანი იყო ქართული კულტურის გაცნობა, ვაკეთებდი პრეზენტაციებს საქართველოზე, ქართულ ტრადიციებზე,  ვასწავლიდი ქართულ სიმღერებს და ვეხმარებოდი მოსწავლეებს ინგლისურის სწავლაში. ასევე ვგეგმავდით სხვადასხვა სახის აქტივობებს და ვეხმარებოდით სასკოლი ღონისძიებების ორგანიზებაში.
წარმოგიდგენთ იმ გამოცდილებებს და სიკეთეებს რაც ამ 6 თვის განმავლობაში შევიძინე.
-ვცხოვრობდი მსოფლიოს 9 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად, შევიძინე მეგობრები მსოფლიოს 15ზე მეტი ქვეყნიდან. (Arrival და Midterm ტრენინგებზეც გავიცანი სხვა მოხალისეები)
-ვიმოგზაურე პოლონეთის სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში.

-ვიმოგზაურე შვედეთში(ევრო ტური კორონამ ჩამიშალა)
-გავიცანი უამრავი ადგილობრივი, რომელთა  სტუმართმოყვარეობით და მეგობრობით ძალიან გაოცებული ვარ.
-დავიწყე ჩემი საკუთარი პროექტი სკოლაში, რომლის დასრულებაც კორონამ არ მაცალა, თუმცა პროექტის მზადების პროცესმა ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა.
-მივიღე მონაწილეობა სხვადასხვა სოციალურ აქტივობაში, მასპინძელი ორგანიზაციის ოფიციალური გვერდზე გამოსაქვეყნებლად.

-ვიყავი რეჟისორი მოკლემეტრაჟიანი ფილმების.
-დავიხვეწე ინგლისურში ცოდნა, დავიწყე რუსულის, სომხურის და გერმანულის სწავლა.
-გავეცანი სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს და ვისწავლე კერძების მომზადება.
-ვიცხოვრე სრულიად დამოუკიდებლად, რამაც ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მასწავლა.
-მქონდა დისკუსიები ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებზე სხვადასხვა პროფესიის ადამიანთან, რამაც უფრო გამიღრმავა ინტერესი ამ კუთხით.
-უცხო ქვეყანაში,  მულტიკულტურულ საზოგადოებაში ცხოვრებამ გამხადა უფრო მეტად ტოლერანტი და გამიღრმავა ცოდნა სხვადადხვა კულტურების შესახებ.
-ამ 6 თვის მანძილზე მგონია რომ ჩემი თავი უკეთ გავიცანი.
-მომივიდა უამრავი იდეა, რომელსაც მომავალში აუცილებლათ განვახორციელებ.

პ.ს და კიდევ მრავალი პიროვნული განვითარებები...
მოკლედ ასეთი კმაყოფილი ჩემი გადაწყვეტილებით ჯერ არ ვყოფილვარ
თუ ვინმე ფიქრობთ მოხალისეობაზე,  დაუფიქრებლად გადადგით ეს ნაბიჯი.

No comments:

Post a Comment