26 Jul 2020

Irakli Tvalodze ESC story from Poland


2019 წლის 7 მაისს გავემგზავრე პოლონეთში, ქალაქ გდანსკში Caritas Archidiecezji Gdańskiej ორგანიზაციაში, 12 თვიან მოხალისეობრივ პროექტში, რის შესახებაც მინდა გიამობოთ.
დავიწყებ იმით, რომ პროექტის შერჩევის დროს დიდ მნიშვნელობას სამუშაო სპეციფიკასათან ერთად, ვანიჭებდი ადგილმდებარეობას.
გასაუბრების შემდეგ, ძალიან მომეწონა და გამიხარდა, რომ მომეცა შესაძლებლობა მიმეღო მონაწილეობა ამ პროექტში, ვინაიდან ჩემი ბოლო შანსი იყო ასაკიდან გამომდინარე და ამისთვის ძალიან დიდი მადლობელი ვარ ყველასი ვისაც წვლილი მიუძღვის ჩემი კანდიდატის შერჩევაში. შემოთავაზებული ვარიანტი ძალიან მომეწონა და გამიხარდა, რადგან ცხოვრების იმ ეტაპზე ვიყავი, რომ მჭირდებოდა რაღაც სიახლე, სიმშვიდე, ახალი გარემო და ახალი კონტაქტები.
ვცხოვრობდი გდანსკში, პოლონეთის ერთ-ერთ ულამაზეს ზღვისპირა საპორტო ქალაქში, მქონდა ორგანიზაციისგან უფასო სამოგზაურო ბარათი, რისი საშუალებითაც 3 ქალაქში მარტივად გადავაადგილდებოდი გდანსკი, სოპოტსა და გდინიაში.
ვმუშაობდი  ასევე ქალაქ გდანსკში ძალიან საყვარელ ბებია-ბაბუებთან, ყოველი სამუშაო დღე ლამაზი, სასიამოვნო, ბედნიერი ემოციებით სავსე და ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის, ის სითბო რაც ჩემი ბებია-ბაბუებისგან მოდიოდა ჩემს მიმართ, ენით აუღწერელია. ჩემი თბილი მეგობრები და ბებია ბაბუები.
ჩემი პროექტის ძირითადი მიზანი იყო  ქართული კულტურის გაცნობა, ვაკეთებდი პრეზენტაციებს საქართველოზე, ქართულ ტრადიციებზე, თვეში ერთხელ ვამზადებდი ქართულ ტრადიციულ კერძებს,  ვესაუბრებოდი ქართულ კულტურა, წეს-ჩვეულებებზე, ვაკეთებდით შედარებებს, განვიხილავდით, ვთამაშობდით და დროს ძალიან კარგად ვატარებდით.


ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი თავით და ჩემი შესაძლებლობებით, ბედნიერი ვარ, რომ პოლონეთში მოვხვდი ვინაიდან და რადგანაც ძალიან შემიყვარდა თვითონ პოლონეთიც და პოლონელი ხალხიც, ენაც, კულტურა, წეს-ჩვეულებები და წესრიგიც. დღეს მე პოლონურ ენას სასაუბრო დონეზე ნორმალურად ვფლობ და ეს ფაქტი ძალიან მაბედნიერებს. მონაწილეობას ვიღებდი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ყველა აქტივობებში, ვმუშაობდი არა მარტო ბებია-ბაბუებთან, არამედ კვირაში ერთხელ გვქონდა გასვლები სხვადასხვა, გდანსკის მიმდებარე პატარა სოფლებში, სადაც სკოლებში ვატარებდით პრეზენტაციებს  საკუთარ სამშობლოზე და ასევე სხვადასხვა სახის ღონისძიებებს. 
ვგეგმავდით სხვადასხვა სახის აქტივობებს. ყველა მოხალისე ერთად, გუნდურად ყოველ პარასკევს ჩვენს კოორდინატორთან ერთად ვეხმარებოდით სასკოლი ღონისძიებების ორგანიზებაში და ბევრ სხვა სახის შემეცნებით ღონისძიებებში.
წარმოგიდგენთ იმ გამოცდილებებს და სიკეთეებს რაც ამ 12 თვის განმავლობაში შევიძინე.
- ვცხოვრობდი და ყოველთვიურად ვმოგზაურობდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად, ხანაც ცალკე, ძირითადად სოლო მოგზაური ვიყავი.
- შევიძინე მეგობრები სხვადასხვა  ქვეყნებიდან.  (Arrival და Midterm ტრენინგებზეც გავიცანი სხვა მოხალისეები) ასევე couchsarfing-ს ვიყენებდი...ვიმოგზაურე ევროპის 9 ქვეყანაში, ძალიან იაფად და მარტივად. გაწერილი და დაგეგმილი მქონდა თითოეული თვე და ტური, ძალიან ნაყოფიერად გამოვიყენე ის დრო, რაც მქონდა და უბედნიერესი ვარ, რადგან თითოეულმა ქვეყანამ მაჩუქა კარგი მეგობარი/მეგობრები.
- ვიმოგზაურე პოლონეთის სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში.
- ძალიან კარგი სამოგზაურო გეგმა მქონდა რაც ითვალისწინებდა ყოველთვიურად ერთ პატარა ტურს სხვადასხვა ქვეყნის ქალაქში...პროექტის დასრულების შემდეგ. დაგეგმილი მქონდა პატარა, მაგრამ საკმაოდ ლამაზი  ევრო ტური: პრაღა, ბერლინი, ბოლონია, ფლორენცია, რომი, ლისაბონი, გდანსკი და შემდეგ ქუთაისი, რაზეც სამწუხაროდ პანდემიამ იქონია გავლენა და ჩამეშალა გეგმები. თუმცა, ასევე მინდა ავღნიშნო კორონას დრო, რომელმაც თითოეული ჩვენთაგანი დააფოქირა, ცოტა შეგვაშინა კიდეც, ეს დრო საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა, ვინაიდან  ზუსტად ამ დროს მოვახდინე თვითრეალიზაცია და ინტეგრაცია ადგილობრივ საზოგადოებაში ყველაზე კარგად და ეფექტურად, რის შედეგადაც შევიძინე პოლონელი კარგი ნაცნობები თუ მეგობრები და პოლონური ენაც უფრო დავხვეწე.
- გავიცანი უამრავი ადგილობრივი , რომელთა  სტუმართმოყვარეობით და მეგობრობით ძალიან კმაყოფილი ვარ.
- მივიღე მონაწილეობა სხვადასხვა სოციალურ აქტივობაში, მასპინძელი ორგანიზაციის ოფიციალური გვერდზე გამოსაქვეყნებლად.
- დავიხვეწე ინგლისურში და ვისწავლე პოლონური.
- გავეცანი სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს და ვისწავლე კერძების მომზადება.
- ვიცხოვრე სრულიად დამოუკიდებლად , რამაც ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მასწავლა.
- მქონდა დისკუსიები, ძირითადად განვიხილავდით მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პრობლემებს და მიმდინარე პროცესებს, ძირითადად კი ფსიქოლოგიური სახის დისკუსიები გვქონდა, რამაც უფრო გამიღრმავა ინტერესი ამ კუთხით.
- უცხო ქვეყანაში,  მულტი კულტურულ საზოგადოებაში ცხოვრებამ გამხადა უფრო მეტად ტოლერანტი და გამიღრმავა ცოდნა სხვადასხვა კულტურების შესახებ.
- ამ 12 თვის მანძილზე, მგონია რომ ჩემი თავი უკეთ გავიცანი.
- მომივიდა უამრავი იდეა, და რაც მთავარია დავისახე მიზანი, რომელსაც უახლოეს მომავალში აუცილებლათ განვახორციელებ.
პ.ს და კიდევ მრავალი პიროვნული განვითარებები...
ერთი სიტყვით, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით და მოცემული შესაძლებლობით.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აბსოლიტურად ყველას ამ შესაძლებლობის მოცემისათვის.
მოხალისის პროგრამა, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გამოცდილებაა ადამიანის პიროვნული ზრდისთვის. ეს არის ცხოვრების ის სკოლა, რომლიდანაც ბევრ რამეს ისწავლით, დაუფიქრებლად გადადგით ეს ნაბიჯი და იყავით შეუპოვარნი, ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ თითოეული შესაძლებლობა და შანსი. ის შანსი, რომელიც ძალიან სასარგებლოა პიროვნული თუ კარიერული ზრდის თვალსაზრისითაც, ეს ის შანსია, სადაც მხოლოდ ისწავლით და თქვენთვის ცხოვრებაში სასარგებლო ინფორმაციას მიიღებთ, რომელიც გამოგადგებათ და რომელიც წარმატების საწინდარი იქნება თქვენთვის.
პატივისცემით,
ირაკლი თვალოძე


No comments:

Post a Comment